პლატფორმები
Thermo Fisher Scientific დნმ-მიკროჩიპების ანალიზისთვის გვთავაზობის Affymetrix-ის ინსტრუმენტების ფართო არჩევანს, რომელთა შორის აღსანიშნავია როგორც ინტეგრირებული პლატფორმები და ინდივიდუალური სკანერები, ასევე სპეც. ღუმელები, რეაგენტების მართვის პლატფორმები და ნიმუშის მოსამზადებელი სხვა სპეციფიკური ინსტრუმენტები.
აპარატურა დნმ-მიკროჩიპებით ანალიზისთვის
GeneChip™ Scanner 3000 7G - სისტემა ახალი თაობის ტექნოლოგიით, საშუალებას იძლევა ჩიპების სკანირება განხორციელდეს მაღალი რეზოლუციით, მათ შორის SNP ანალიზი 900,000 SNP-მდე, tiling - ანალიზი ტრანსკრიფციის და ექსონების შესასაწავლად.
GeneChip ღუმელი ჰიბრიდიზაციისთვის
GeneChip™ ღუმელი 645 ჰიბრიდიზაციისთვის გვთავაზობს ტემპერატურის სიზუსტეს და როტაციულ კონტროლს, რაც განაპირობებს ეფექტურ ჰიბრიდიზაციას პარალელურად 64-მდე GeneChip-კარტრიჯის გამოყენებისას.
GeneChip რეაგენტების მართვის პლატფორმა (Fluidics Station)
GeneChip™ Fluidics Station 450 - გამოიყენება Affymetrix™ GeneChip - ექსპერიმენტებისას, რეცხვის და შეღებვის ეტაპებზე.
GeneTitan მრავალარხიანი (MC) პლატფორმა
აპარატი განკუთვნილია ექსპრესიის და გენოტიპირების ექსპერიმენტების ჩასატარებლად და ერთ სისტემაში მოიცავს ჰიბრიდიზაციის, რეცხვის და იმიჯინგის ფუნქციებს, რაც საერთო ჯამში შესაძლებელს ხდის კვლევების ჩატარებას ავტომატურ რეჟიმში.
ინსტრუმენტები ნიმუშების ავტომატური მომზადებისთვის
Thermo Fisher Scientific - ის პარტნიორობით კომპანია Hamilton Robotics - თან, შეიქმნა ულტრა-კომპაქტური, მაქსიმალურად ზუსტი ავტომატური რობოტი რეაგენტების და ნიმუშების მომზადებისთვის. NIMBUS - ნიმუშის მომზადების სისტემა ხასიათდება პიპეტირების მაღალი დონის შესრულებით და ხელმისაწვდომი ფასით.